ლაბორატორიული მომსახურება

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის” ცენტრალური ლაბორატორია რეგიონში ერთ-ერთი უძველესი, დიდი ტრადიციების და გამოცდილების მქონე ლაბორატორიაა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს შეესაბამება.

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის“ ცენტრალური ლაბორატორია მოიცავს საკალიბრებელ და საგამოცდო  (გაზომვების, მექანიკური და ქიმიური უბნებით) ლაბორატორიებს, რომლებიც  ცალ-ცალკე აკრედიტებული არის  სსიპ ”აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს მიერ საერთაშორისო სტანდარტის სტ ისო/იეკ 17025:2010 მოთხოვნების შესაბამისობაზე.

საკალიბრებელი ლაბორატორია აკრედიტებულია  2013 წლის  24 ივნისიდან, აკრედიტაციის  მოწმობის  ნომერი: GAC – CL-003, რომელიც ძალაშია  2017 წლის  24  ივნისამდე შემდეგი დასახელების მზომი საშუალებების საკალიბრებელი სამუშაობის შესრულებაზე:

  1. შტანგენფარგალი ზომით 1500 მმ–მდე;
  2. მიკრომეტრი გლუვი ზომით 1000 მმ–მდე;
  3. თავაკი მრავალბრუნიანი ზომით 0–1,0 მმ–მდე 0,001 მმ სიზუსტით;
  4. თავაკი საათის ტიპის ზომით 0–25 მმ–მდე 0,01 მმ სიზუსტით;
  5. ინდიკატორი ბერკეტული ზომით 0–0,8 მმ, 0,01 მმ სიზუსტით;
  6. შიგმზომი ინდიკატორული ზომით 0–500 მმ–მდე  0,01მმ სიზუსტით;
  7. ბრტყელ–პარალელური სიგრძის მზომი ფილა ზომით 0,5–100 მმ , 0,001 მმ  სიზუსტით;
  8. შტანგენრეისმუსი ზომით 0–1000 მმ–მდე , 0,01 სიზუსტით;
  9. ნორმალომერი ზომით 0–300 მმ–მდე 0,01 მმ სიზუსტით;
  10. მიკრომეტრი ბერკეტული ზომით 0–200 მმ–მდე, 0,002 მმ  სიზუსტით;
  11. სიღრმის მზომი შტანგენი ზომით 0–500 მმ–მდე , 0,01 მმ სიზუსტით;
  12. კუთხოვანა 900 ზომით 460;                                     
  13. პრიზმა სამოწმებელი  ზომით  500 250;
  14. კუთხმზომები 0–1800–მდე  2/ სიზუსტით;
  15. ნემსები და გორგოლაჭები ზომით 0,461 მმ-დან 6,587 მმ–მდე,  0,001მმ  სიზუსტით;
  16. მზომი რულეტი ზომით  0–20000 მმ–მდე  0,01მმ  სიზუსტით ;
  17. მიკრომეტრული შიგმზომი ზომით 0–1000 მმ–მდე , 0,01 მმ სიზუსტით;
  18. შტანგენკბილმზომი ზომით m= 1-36 მმ, 0,01მმ სიზუსტით.

საგამოცდო ლაბორატორია აკრედიტებულია  2013 წლის 18 ივლისიდან, აკრედიტაციის  მოწმობის  ნომერი:  GAC – TL-0013,  რომელიც ძალაშია 2017 წლის 18 ივლისამდე შემდეგ სფეროში:

  1. მანქანათმშენებლობის პროდუქცია, კვანძები და ნაწილები, ლილვები, კბილანები, ქუროები  და  დოლები, ხრახნები, ჭია გადაცემები, მჭრელი იარაღები, ლუქის სახურავები,  ელმავლის  ხუნდები–გეომეტრიული  ზომების შემოწმება, სისალის  და ზედაპირული სისუფთავის პარამეტრების  დადგენა.
  2. ვაგონების და  ელმავლების  სათადარიგო  ნაწილები, სხვადასხვა სამრეწველო პროდუქცია–ურღვევი კონტროლი  მაგნიტოფხვნილური  და ულტრაბგერითი დეფექტოსკოპიით.

საგამოცდო ლაბორატორიის ქიმიური უბანი  არ  არის  აკრედიტირებული.

აკრედიტებულ ლაბორატორიებს  წარმატებით     აქვს გავლილი   2014,  2015 და 2016  წლებში აკრედიტაციის  ცენტრის  მიერ ჩატარებული გეგმიური მონიტორინგი  და აკრედიტაციის  ცენტრიდან   მიღებული წერილების  თანახმად გაგრძელებული აქვთ აკრედიტაციის  ვადა.

საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები ღებულობს მონაწილეობას საკვალიფიკაციო ტესტირებებში და  ლაბორატორიათშორისი  შედარებებში დადგენილი გეგმა–გრაფიკის შესაბამისად, ასევე თანამშრომლობს  შპს ”საქართველოს მეტროლოგიის ცენტრი”–ს, შპს ”მეტროლოგი”–ს საკალიბრებელ ლაბორატორიებთან და სს “საქართველოს რკინიგზის“  ხაშურის სავაგონო დეპოს საგამოცდო ლაბორატორიასთან.