ინვესტორებისთვის

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის”  საწარმოო პროცესის დღეს არსებული ძირითადი მიმართულებებია:

  • მეტალურგია, მათ შორის ფერადი;
  • მექანიკური დამუშავება- ქვეყნის სხვადასხვა დარგებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების წარმოება და რემონტი;
  • ლაბორარტორიული მომსახურება;

დღეს შპს “ქუთაისის საავტომობილო ქარხნაში” ფუნქციონირებს მექანიკური და სამხსხმელო საამქროები, რომელთაც შეუძლიათ შეასრულონ მექანიკური დამუშავების ცივად ტვიფრის, თერმიული დამუშავების და სხვადასხვა ზომის სხმულების ჩამოსხმა და აწარმოებს სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციას:

  • სამთო და წიაღირსეულმომპოვებელი დარგისათვის: საბაგირო გზების აპარატურა, საშახტე, სამგზავრო და სატვირთო ვაგონები, ლენტური და გორგოლაჭოვანი კონვეიერები, რედუქტორები და სხვა.
  • რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მარაგნაწილები (ნახევარვაგონის ლუქები, ნახევარვაგონის კარები, ტრიანგელები, ხუნდები და ა.შ.)
  • ჰიდროელექტრო სადგურების მარაგნაწილები და შეკეთებითი სამუშაოები (საკეტი ფარების აღდგენითი სამუშაოები, მილისების აღდგენითი სამუშაოები, საკისრების აღდგენითი სამუშაოები, ღერძების აღდგენითი სამუშაოები და ა.შ.)
  • სამშენებლო ინდუსტრიისათვის საჭირო მოწყობილობები (სამსხვრეველების ფილები, და ჩაქუჩები, ჯალამბრები და სხვა.)
  • ტექნიკური დანიშნულების სხვადასხვა სახეობის პროდუქცია (კბილანები, კბილანა ლილვები, ქანჩები, ჭანჭიკები, მილტუჩები და ა.შ.)

საწარმოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სერტიფიცირებულია ISO 9001  სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად გერმანული სასერტიფიკაციო ორგანოს TUV SUD-ის მიერ შესაბამისი სერტიფიკატით; დამზადებული პროდუქციის ხარისხი მოწმდება ქარხანაში არსებული აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ.

შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნანა” მდებარეობს ქ.ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩა №88; მანძილი თბილისიდან შეადგენს 250 კმ-ს, მანძილი ფოთის პორტიდან შეადგენს 100კმ-ს, მანძილი ბათუმის პორტიდან შეადგენს 150კმ-ს, მანძილი ქუთაისის აეროპორტიდან შეადგენს 15კმ.-ს;

მზა პროდუქციისა და მის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის მიღება-გადატვირთვა შესაძლებელია როგორც სარკინიგზო, ასევე საზღვაო, საავტომობილო და საჰაერო გზით;

განაშენიანების ფართი შეადგენს 374706.70კვ.მ-ს, მათ შორის საწარმოო ფართია 80072კვ.მ: ლითონების მექანიკური დამუშავების საამქრო-63440კვ.მ და საჩამსხმელო საამქრო- 16632კვ.მ; თავისუფალი შენობა-ნაგებობების ფართი შეადგენს 294 634.7კვ.მ-ს;

რუკა

From:
To: